ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კიდევ ერთი რეაბილიტირებული სკოლა გორის რაიონში

გორის რაიონის სოფელ ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლას თანამედროვე სტანდარტების სკოლაში აგრძელებენ. სკოლას, რომლის რეაბილიტაციაც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში განხორციელდა, განათლებისა დ მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ჯენერ ედელმანი ეწვივნენ.

მინისტრი ადგილზე გაეცნო სკოლის განახლებულ ინფრასტრუქტურას და მოინახულა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის გრანტის ფარგლებში აღჭურვილი, თანამედროვე, მულტიფუნქციური საბუნებისმეტყველო ლაბორატორიაც. ზერტის საჯარო სკოლაში  რეაბილიტაცია ჩაუტარდა 3850 კვადრატულ მეტრს.  ამჟამად, აქ 379 მოსწავლე სწავლობს, ხოლო რეაბილიტაციის შედეგად შესაძლებელია, სკოლამ  425 მოსწავლე მიიღოს.

ამ ეტაპისთვის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა, საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, პირველი სარეაბილიტაციო სეზონის შედეგად,  12 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დაასრულა, რის შედეგადაც  3 500-ზე მეტი მოსწავლის სასწავლო გარემო გაუმჯობესდა.

პირველი სარეაბილიტაციო სეზონის განმავლობაში, სულ 30 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია ხორციელდება მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში. მთლიანად, კომპაქტის ფარგლებში, დაგემილია 100–მდე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე