ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

„ჰორიზონტი 2020“ - საინფორმაციო დღე

ჰორიზონტი 2020-ის საინფორმაციო დღეების ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში  ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის - ჰორიზონტი 2020-ის საინფორმაციო დღე უსაფრთხო, სუფთა და ეფექტური ენერგიის მიმართულებით გაიმართა. 

საინფორმაციო დღეზე დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია ჰორიზონტი 2020 პროგრამის მიზნებისა და მონაწილეობის წესების შესახებ. ასევე, ჰორიზონტი 2020 პროგრამის ფარგლებში ენერგეტიკის მიმართულებით გამოცხადებული და დაგეგმილი კონკურსების შესახებ.  მოკლედ იქნა მიმოხილული მკვლევართა გადამზადებისა და კვლევითი კარიერის განვითარებისთვის მარი სკლოდოვსკა-კიურის პროგრამის მიმართულებით არსებული შესაძლებლობები: მიმდინარე და დაგეგმილ კონკურსები.

საინფორმაციო დღეზე კვლევითი ინსტიტუტებისა თუ უნივერსიტეტების წარმომადგენლებს მიეწოდე ინფორმაცია ჰორიზონტი 2020 პროგრამის კიდევ ერთ მხარდაჭერ ფინანსურ ინსტრუმენტზე, რომლის ფარგლებშიც, კვლევებისა და ინოვაციის კუთხით ნაკლებად განვითარებულ ინსტიტუციებს, მათი სამეცნიერო და ტექნოლოგიური დონის გაძლიერების მიზნით, ევროკავშირის წამყვან კვლევით ინსტიტუტებთან და/ან უნივერსიტეტებთან დამეგობრების შესაძლებლობა ეძლევათ. 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე