ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის 2016 წლის საქმიანობის მიმოხილვა

ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა 2016 წელს განხორციელებული აქტივობების პრეზენტაცია გამართა. კომპაქტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შედეგად, 1.7 მილიონი საქართველოს მოქალაქის ცხოვრება შეიცვლება უკეთესობისკენ.

2016 წელს ფონდის მიერ განხორციელებული აქტივობები მოიცავს:

ზოგადი განათლება

• დაიწყო 30 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია რეგიონებში

• რეაბილიტაცია ჩაუტარდა და თანამედროვე საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღიჭურვა 12 საჯარო სკოლა

• სასწავლო გარემო გაუუმჯობესდება 6,400-ზე მეტ მოსწავლეს

• გადამზადდა 9 000 მასწავლებელი. 1 700-მა საჯარო სკოლის დირექტორმა და 1,300 სკოლის ფასილიტატორმა გაიარა სპეციალური ტრენინგი

• საქართველომ მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს საერთაშორისო კვლევებში: PISA, TALIS, TIMMS

პროფესიული განათლება

პროფესიული განათლების საგრანტო კონკურსის შედეგად 12 მილიონი აშშ დოლარის გრანტით დაფინანსდა 10 პროექტი.

• იწყება 45-ზე მეტი ახალი პროფესიული განათლების პროგრამა შემდეგ დარგებში: ინჟინერია, რკინიგზა, ტურიზმი, მეთევზეობა, ავიაცია, საზღვაო საქმე, საინფორმაციო ტექნოლოგიები, სოფლის მეურნეობა, ჯანმრთელობის და უსაფრთხოების მართვა

• საჯარო სკოლაში ჩამოყალიბდა სოციალური საწარმო

• შეიქმნა სამუშაოზე დაფუძნებული არაფორმალური განათლების პროგრამები

• შეიქმნა კარიერული დაგეგმვისა და დამსაქმებლებთან კომუნიკაციის სტრატეგია

• მოეწყო დამსაქმებელთა ფორუმები

უმაღლესი განათლება

• გარემონტდა და უახლესი ტექნოლოგიებით აღიჭურვა ელექტრული ინჟინერიისა და ქიმიის ლაბორატორიები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში

• სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივ შენობას საფუძველი ჩაეყარა

• 50-ზე მეტმა პროფესორ-მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა პროფესიული განვითარების პროგრამებში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, კალიფორნიაში.

140 მილიონი აშშ დოლარის მეორე კომპაქტს საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ახორციელებს. კომპაქტს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა 2013 წლის 26 ივლისს. ხელშეკრულება ძალაში 2014 წლის 1 ივლისიდან შევიდა. კომპაქტი ითვალისწინებს 2019 წლის ჩათვლით პროექტების განხორციელებას საინჟინრო, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო განათლების ხარისხისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მიზნით. შესაბამისად, თითოეული პროექტი ხელს უწყობს ქვეყანაში უმუშევრობის დაძლევასა და ეკონომიკის გაძლიერებას.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე