ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო ცენტრი გაიხსნა

ელექტროენერგეტიკის დარგში საერთაშორისო სტანდარტების დონეზე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტების მოსამზადებლად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი უნიკალური ცენტრი  ჩამოყალიბდა. ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა, პარლამენტის ვიცე სპიკერმა რუსუდან კერვალიშვილმა, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში ერიკ ფურნიემ და საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტმა რევაზ არველაძემ მოინახულეს. ღონისძიების ფარგლებში ცენტრში გადამზადებულ 9 სტუდენტს სერტიფიკატები გადაეცათ

სასწავლო ცენტრი  სს “თელასის”  დაფინანსებით ფრანგული ფირმა Schneider Electric--ის მიერ აღიჭურვა, რომლის ანალოგი თავისი  დანიშნულებით, აღჭურვილობითა და კომპლექსურობით ევროპის საგანმანათლებლო სივრცეში არ არის.

ცენტრის მიზანია, ენერგეტიკული პროფილის სპეციალისტების მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. ცენტრის ბაზაზე შესაძლებელია 150-ზე მეტი ლაბორატორიული სამუშაოს ჩატარება.

ცენტრის კურსდამთავრებულები დაეუფლებიან, მსოფლიო ბაზარზე დამკვიდრებულ, ოცდამეერთე საუკუნის წამყვანი ტექნოლოგიებით დამზდებული დანადგარების მართვას, ექსპლუატაციას და მათი განათლება გაუთანაბრდება დასავლეთის უმაღლეს სასწავლებლებში მიღებულ საინჟინრო-პროფესიულ განათლებას.

ცენტრის დაარსება მნიშვნელოვანია საქართველოში მაღალი ხარისხის საინჟინრო საგანმანათლებლო სივრცის შესაქმნელად, იგი ხელს შეუწყობს რეგიონის მასშტაბით, ქვეყნის როლის გაძლიერებას ენერგეტიკის დარგში განათლების მიმართულებით.

სასწავლო ცენტრს აქვს დიდი პოტენციალი გახდეს ამიერკავკასიის წამყვანი სასწავლებელი ვინაიდან, ახლო მომავალში ცენტრის ანალოგის შექმნა რეგიონში არ იგეგმება.

დღეისათვის სასწავლო ცენტრში ტრენინგის გავლის სურვილი გამოთქვა ენერგეტიკის სფეროში დასაქმებულმა მრავალმა სპეციალისტმა, როგორც  სქართველოდან ასევე სასომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე