ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ჭიათურელი მოსწავლეების სპექტაკლის ჩვენება გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ყველა მოსწავლეს ექნება ხელოვნების სხვადასხვა დარგში საკუთარი ნიჭის გამოვლენის საშუალება. სკოლებში ამოქმედდება სახელოვნებო წრეები, ჩატარდება ხელოვნების საინტერესო გაკვეთილები ვინაიდან, მნიშვნელოვანია სკოლის მოსწავლეების  ხელოვნებით დაინტერესება და  მათი ჰარმონიულ განვითარება.

ახალი ინიციატივის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების  სამინისტრომ ორგანიზება გაუკეთა თეატრალურ ფესტივალს. ფესტივალის ფარგლებში, საჯარო და კერძო სკოლებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაედგათ სპექტაკლები ერთი ან რამდენიმე ქართული თანამედროვე ან კლასიკური ლიტერატურული ნაწარმოების  მიხედვით.   ფესტივალის ფარგლებში, 76 სპექტაკლი დაიდგა, მათგან კომისიამ  4 საუკეთესო შეარჩია. მათ შორის პირველი ადგილი   ჭიათურის პირველი საჯარო სკოლის სპექტაკლმა დაიკავა. გამარჯვებული სპექტაკლის ჩვენება და  მონაწილეთა დაჯილდოება დიპლომებით და კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათით ჭიათურის დრამატულ თეატრში გაიმართა. 



 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე