ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იწყებს ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვას

,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მრავალმხრივი ანალიზის, პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიის, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის (საქართველო 2020), საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების, ადგილობრივი კონტექსტისა და პროფესიული განათლების სფეროში საუკეთესო ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოამზადა ,,პროფესიული განათლების შესახებ“ ახალი კანონის პროექტი.

გთხოვთ, კანონპროექტთან დაკავშირებული შენიშვნები და წინადადებები გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] 2017 წლის 30 მარტის ჩათვლით.

მადლობას მოგახსენებთ თანამშრომლობისათვის!

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე