ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მეშვიდე რეგიონული სამიტი უმაღლესი დაწესებულებებისათვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის (ტვინინგის) ფარგლებში აგრძელებს აკადემიური სამიტებისა და ტრენინგების ორგანიზირებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.

15 სექტემბერს ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა მეშვიდე რეგიონალური აკადემიურ სამიტი თემაზე “პროფესიული განათლება და დასაქმება”. აკადემიური სამიტი გახსნა ახალციხის უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა თინათინ გელაშვილმა და ადგილობრივმა ტვინინგის მრჩეველმა ბატონმა კაი ეტზოლდმა. აკადემიურ სამიტზე პრეზენტაცია გააკეთეს, ევრის უნივერსიტეტის გენერალურმა მდივანმა ბატონმა ჯერარ გასკემ, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში პროფესიული განათლების დარგში უფროსმა მრჩეველმა ბატონმა პეტერ ვუნშმა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ახალციხის დასაქმების ცენტრის კოორდინატორმა ქალბატონმა ხათუნა ხითარიშვილმა.

15 სექტემბერს სამიტის შემდეგ ჩატარდა სემინარები ზემოთ აღნიშნულ თემაზე. სემინარები ჩაატარა ევრის უნივერსიტეტის გენერალურმა მდივანმა ბატონმა ჯერარ გასკემ. მოწვეულმა ექსპერტმა მონაწილეებს გააცნო ფრანგული გამოცდილება აღნიშნულ თემატიკაზე. 16-ზე მეტმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა ზემოთ აღნიშნულ სემინარებში (15-17 სექტემბერი,2010).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პირველი საჯარო უწყებაა საქართველოში, სადაც  ხორციელდება ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამა. პროგრამა ხორციელდება ევროკავშირის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის ფარგლებში და მიზნად ისახავს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში ევროპული სტანდარტების დანერგვას.  პროგრამა ხორციელდება გერმანიასა და საფრანგეთთან ერთად.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე