ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სამეცნიერო STEM ვორქშოფი ჩაატარეს

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს ქიმია-ბიოქიმიისა და კომპიუტერული ინჟინერიის სტუდენტები სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ სკოლის 70-მდე მოსწავლეს შეხვდნენ. სტუდენტებმა მოსწავლეებს ის ქიმიური ექსპერიმენტები და ტექნოლოგიურ-შემეცნებითი თამაშები გააცნეს, რომელიც ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლისას გამოიყენება.

შეხვედრას ესწრებოდნენ და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ და ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ. ვორქშოფში ასევე მონაწილეობა მიიღეს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანმა საქართველოში კენ უოლშმა, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს დირექტორმა ჯენერ ედელმანმა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის-საქართველო აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ. 

STEM (Science, Technology, Engineering, Math) დარგების განვითარება ხელს უწყობს ქვეყანაში ეკონომიკის და ინდუსტრიის განვითარებას. STEM ვორქშოფები მონაწილეებს აძლევს  გამოცდილებას და პროფესიული განვითარების მოტივაციას.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე