ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროექტის „შეისწავლე ისტორია, გახდი მკვლევარი“ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ახორციელებენ ერთობლივ პროექტს „შეისწავლე ისტორია, გახდი მკვლევარი“. დღეს, განათლებისა მეცნიერების მინისტრის მოადგილემ  ლია გიგაურმა  და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა პროექტის პრეზენტაცია გამართეს.

პროექტის მიზნია:

  • შსს არქივში არსებული და საზოგადოებისთვის უკვე ხელმისაწვდომი საქართველოს უახლესი ისტორიის მასალებით პროფესიონალი მკვლევარების გარდა ახლგაზრდების დაინტერესება;
  • ზოგადი განათლებისა და უმაღლესი განათლების საფეხურზე მოსწავლეთა და სტუდენტთა შორის კვლევის უნარების, კრიტიკული აზროვნების, წყაროზე მუშაობის სპეფიციკური უნარების განვითარების ხელშეწყობა;
  • პირველწყაროების შესწავლის საფუძველზე საკუთარი ქვეყნის უახლესი წარსულის კვლევის შესაძლებლობის რეალიზება;
  • შსს არქივში დაცული მასალების პოპულარიზაცია.

პროექტი მარტიდან დაიწყება და პირველ ეტაპზე მასში მონაწილეობას 5 ჯგუფი მიიღებს. შეირჩევა თბილისის ხუთი საჯარო სკოლა და ბაკალავრიატის ხუთი სტუდენტი. საარქივო მასალებთან მუშაობის პროცესში თითოეული ჯგუფი უზრუნველყოფილი იქნება თანაბარი პირობებით. დასკვნით ეტაპზე ხუთივე ჯგუფი წარადგენს სამეცნიერო ნაშრომს. გამარჯვებულ ნაშრომს გამოავლენს სპეციალურად შექმნილი კომისია, რომელიც დაკომპლექტდება შსს-ს სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შსს-ს აკადემიის, შსს-ს არქივის წარმომადგენლებისგან, ასევე  ისტორიის სპეციალისტისა და დამოუკიდებელი ექსპერტისგან.

კონკურსის წესით გამოვლინდება სამი ფინალისტი, თითოეულ ჯგუფს გადაეცემა სიმბოლური საჩუქრები, ხოლო გამარჯვებული 3 ჯგუფი დაჯილდოვდება შესაბამისი პრიზებით. გამარჯვებული ნაშრომი დაიბეჭდება შსს-ს არქივის ჟურნალში - „საარქივო მოამბე“. პროექტის მიმდინარეობის შესახებ შსს-ს არქივში მომზადდება 5-10  წუთიანი დოკუმენტური ფილმი. 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე