ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

300 მოსწავლე არდადეგებს ბაკურიანში გაატარებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობას გულისხმობს, სკოლებში საგაზაფხულო არდადაგები აღდგა. არდადეგებზე სხვადასხვა რეგიონის მცირეკონტიგენტიანი სკოლების 300-მდე მოსწავლე ბაკურიანში გაემგზავრა, სადაც ისინი  ახალ მეგობრებს შეიძენენ და დასვენებასთან ერთად, სამთო-სათხილამურო სპორტის სახეობებით დაკავდებიან და სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში ჩაერთვებიან.

მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების უნარების განვითარების მხარდამჭერი პროექტის მთავარი მიზანია, მოსწავლეებს საშუალება ჰქონდეთ განიტვირთონ და ხანგრძლივი სასწავლო სემესტრის შემდეგ, აქტიურად დაისვენონ. განტვირთვა რომ შინაარსიანი დასვენების ფორმაში გადავიდეს, მნიშვნელოვანია სწორად იქნეს დაგეგმილი და ხელი შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.

სამინისტროს მიერ ინიცირებული პროგრამა, რომელიც სასკოლო არდადეგების პერიოდში განხორციელდება და რომელშიც რაც შეიძლება ბევრი მოზარდი ჩაერთვება, ხელს შეუწყობს მოსწავლეების თვალსაწიერის გაფართოებას, მათ ჩართვას სპორტულ და შემეცნებით აქტივობებში, თანატოლების გაცნობას და სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებას. პროგრამა  მომავალში მოსწავლეებს მოტივაციას გაუჩენს უფრო აქტიური ცხოვრებით იცხოვრონ, დაინტერესდნენ სპორტის სახეობებით და ბანაკებში შეძენილი უნარ-ჩვევები ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენონ, თანატოლებში სპორტს გაუწიონ პოპულარიაზაცია. სწორედ მოსწავლეების გააქტიურება და ჯანსაღი მომავალი თაობის აღზრდაა პროექტის მთავარი მიზანი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე