ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დუალური პროფესიული განათლება საქართველოში

 

საქართველოს პროფესიულ კოლეჯებში წარმატებით მიმდინარეობს დუალური განათლების -  პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების დანერგვა. ამ თემას მიეძღვნა სემინარი  „დუალური პროფესიული განათლება საქართველოში - განვითარების უახლოესი ტენდენციები და პერსპექტივები“.
სემინარი  მიზნად ისახავდა დუალური პროფესიული განათლების მიმართულებით, საქართველოში არსებული პროგრესის მაჩვენებლის შეფასებას, პილოტირების პროცესში მიღებული გამოცდილებისა და პოტენციალის ანალიზსს, არსებული მხარდამჭერი სისტემების აღრიცხვასა და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში,  საერთაშორისო ლიდერობის პროგრამის მონაწილეები  სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ. ისინი, დუალური პროფესიული განათლების შესწავლის მიზნით, გერმანიაში, მაგდებურგის უნივერსიტეტში იყვნენ მივლენილნი. 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე