ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სასწავლო ექსკურსია ახალციხის ციხესიმაგრეზე

„ახალციხის ციხეზე“ მეცხრე კლასის მოსწავლეებს, „თავისუფალი გაკვეთილების” ფარგლებში, სასწავლო ექსკურსია ჩაუტარდათ თემაზე - საქართველოს ისტორია და სამცხე–ჯავახეთი. მოსწავლეებმა, რომლებიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ოთხი საჯარო სკოლიდან იყვნენ, ციხესთან ერთად, სამცხე–ჯავახეთის ისტორიული მუზეუმიც დაათვალიერეს. ღონისძიების შემდეგ, მოსწავლეებს შეხვდა და მათი შეფასებები მოისმინა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინიციატივის ფარგლებში, ახალი, მასშტაბური პროექტი ხორციელდება, რომელიც განათლების ხარისხის ამაღლებას, მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას, არაფორმალური განათლების შესაძლებლობების გაფართოებას, საინტერესო და სახალისო სასკოლო ცხოვრებას შეუწყობს ხელს.

თავისუფალი გაკვეთილები გულისხმობს მოსწავლის ინტერესებზე მორგებულ კლასგარეშე/არაფორმალური აქტივობების ციკლს, რომლის შინაარსი და სწავლების მეთოდოლოგია განსხვავდება ტიპიური საგაკვეთილო პროცესისაგან და მოსწავლეებს და მასწავლებლებს შემოქმედებითი აქტივობისა და იდეების რეალიზების საშუალებას აძლევს. სწორედ  ასეთ აქტივობას განეკუთვნება სასწავლო ექსკურსიები, რომელიც სრულიად ახალ ფორმატში აღდგა.

გასვლითი გაკვეთილები „ახალციხის ციხეზე“ გაგრძელდება და მის ორგანიზებაში სამინისტროს ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრი, სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია, ახალციხის მერია, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა და ციხის ადმინისტრაცია დაეხმარება. 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე