ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიულ სინდიკატთან სამუშაო შეხვედრა შედგა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს  დიმიტრი შაშკინსა და განათლების პროფესიული სინდიკატის პრეზიდენტს ტატო შავშიშვილს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პროფესიული გაერთიანების ხელმძღვანელმა მინისტრს ის წინადადებები წარუდგინა, რომელთა განხორციელებას სინდიკატი სამინისტროსთან თანამშრომლობით გეგმავს.

ამჯერად, ტატო შავშიშვილი სკოლების ბრენდირებისა და დირექტორთა სერტიფიცირების თემას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სინდიკატი მზად არის შექმნას საკონსულტაციო ჯგუფები, რომლებიც სურვილის შემთხვევაში, საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ სკოლას გაუწევენ დახმარებას, რათა ის მოთხოვნები დააკმაყოფილონ, რომელთაც მათ სამინისტრო  ვარსკვლავების მოპოვებისთვის უყენებს.

რაც შეეხება დირექტორთა სერტიფიცირებას, სამინისტროს მიერ დირექტორის სტანდარტის შემუშავების შემდეგ, განათლების პროფესიული სინდიკატი  დირექტორობის მსურველებს უფასო ტრენინგების გავლას შესთავაზებს და ყველა იმ აუცილებელი თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით აღჭურვის, რაც წარმატების მიღწევისთვის აუცილებელია.

დიმიტრი შაშკინმა დადებითად შეაფასა განათლების პროფესიული სინდიკატის ინიციატივა და  მნიშვნელოვანი უწოდა საზოგადოებრივი გაერთიანებების აქტიურ ჩართულობას განათლების რეფორმის განხორციელების პროცესში.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე