ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თავისუფალ პროფკავშირებთან დარგობრივი შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო უწყებაა საქართველოში, რომელმაც თავისუფალ პროფკავშირებთან დარგობრივი შეთანხმება გააფორმა.

საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა ხელშეწყობასა და მათ მხარდაჭერაზე ორიენტირებულ დარგობრივ შეთანხმებას, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირსა (სპმთპ) და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის, დღეს მოეწერა ხელი.

დარგობრივი შეთანხმების ძირითადი პრინციპებია: კანონმდებლობის დაცვა; საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებში დასაქმებულთა შრომითი, სოციალურ–ეკონომიკური, სამართლებრივი და პროფესიული ინტერესებისა და უფლებების დაცვა; მხარეთა თანასწორუფლებიანობა; ვალდებულების აღების ნებაყოფლობითობა; ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლი და პასუხისმგებლობა; ხარისხიანი განათლების მიღების ხელშეწყობა.

შეთანხმებაში ასახულია ყველა ის მიმართულება, რაც სრულყოფაში მოიყვანს სამინისტროსა და პროფკავშირს შორის თანამშრომლობას და სოციალურ დიალოგს, რომელიც ბოლო წლებში აქტიურად ხორციელდება.

სპმთპ არის მსოფლიოს განათლების სისტემაში დასაქმებულთა საერთაშორისო ორგანიზაცია ,,განათლების ინტერნაციონალის (EI)“, ,,ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტის (ETUCE)” წევრი ორგანიზაცია და მისი პრეზიდენტი წარმოადგენს ,,ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტის (ETUCE)” არჩეულ წევრს. დღეისათვის საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირში გაერთიანებულია საგანმანათლებლო დაწესებულებების 40 000–ზე მეტი დასაქმებული, რაც ერთ-ერთი საფუძველია დარგობრივი შეთანხმების გაფორმებისათვის.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე