ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

აქტიური სპორტი ყველა სკოლას

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან ერთად, უპრეცედენტო საპილოტე პროექტი „აქტიური სპორტი ყველა სკოლას“ დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტში, თბილისისა და რეგიონების 20 სკოლის სპორტის მასწავლებელი, 2 ფსიქოლოგი და სპეც. მასწავლებელი გადამზადდება. სამინისტროს მხრიდან განხორციელდება პროცესის/დანერგვის მონიტორინგი და შეფასება, წინასწარ გაწერილი კრიტერიუმების შესაბამისად. პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, მოდული დაინერგება ყველა სკოლაში.

პროექტის ამოქმედება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ სასკოლო ცხოვრებაში ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების წესის დანერგვაში მნიშვნელოვანი როლი, სწორედ, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სწავლების გაუმჯობესებას ენიჭება. იმისათვის, რომ სპორტი სწავლების ყველა საფეხურზე თანაბრად იყოს აქტიური, საგაკვეთილო პროცესში თანაბრად იყვნენ ჩართულნი ვაჟები და გოგონები, ასევე მოსწავლეები, რომლებიც სპორტული მონაცემებით არ გამოირჩევიან, აუცილებელია მასწავლებელთა გადამზადება, მათი შესაბამისი ცოდნით აღჭურვა. შედეგად, მოტივირებული და გადამზადებული მასწავლებელი უზრუნველყოფს - მოსწავლეთა უმრავლესობა, მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდები, ჩართოს საგაკვეთილო პროცესში და ხელი შეუწყოს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის გამომუშავებას და მათ ფიზიკურ განვითარებას.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე