ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ლია გიგაური კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოებას დაესწრო

ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ნიკო კეცხოველის პრემია 2017-ისა და კონკურს „ფოტოსინთეზის“ ფინალური ტურის დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო, სადაც მოსწავლეები სხვადასხვა პრიზებით დაჯილდოვდნენ.

თემაზე - „ეს ჩემი ტყეა“ კონკურსანტებმა ფოტოები წარმოადგინეს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის ინიციატივით, სამინისტროს რჩეული სკოლების მოსწავლეებს, გარემოსდაცვითი თემატიკის ვიდეომიმართვისთვის, საგზური საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე გადაეცათ: სურამის N4 სკოლის მოსწავლეები - ოკაცეს კანიონს, ჭიათურის N2 საჯარო სკოლა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს; საირხის (საჩხერის რაიონი) სასულიერო სკოლა-პანსიონის მოსწავლეები კი სათაფლიასა და პრომეთეს მღვიმეებს მოინახულებენ. ასევე, მინისტრის ინიციატივით, ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ელენე გოგოლაძე ერთი დღით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.

„მწვანე რეაქცია“ – ასეთი იყო ნიკო კეცხოველის 2017 წლის პრემიის სახელწოდება, რომლის ფარგლებშიც, ათასამდე გარემოსდაცვითი ღონისძიება გაიმართა. სასკოლო ინიციატივებმა დაფარა საქართველოს ყველა რეგიონი, მათ შორის, ოკუპირებული აფხაზეთიც. საუკეთესო 100 სკოლა ერთმანეთს ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, თელავის და თბილისის ნახევარფილურ ტურებში შეხვდა, საიდანაც ფინალისტი სკოლები შეირჩა.

პრემიის გამარჯვებულებმა საჩუქრად სასკოლო–საზოგადოებრივი ცენტრების, ე. წ. „ეკო–ჰაბების“ პროექტები მიიღეს, რომელიც ყველაზე აქტიურ სამ სკოლას ყოველგვარი სამუშაო პირობით უზრუნველყოფს.

ინიციატივა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანზიაციების ქსელის (CENN) მიერ, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ნიკო კეცხოველის პრემიის თანაორგანიზატორები არიან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების  დაცვისა და განათლების სამინისტროები.

დაჯილდოების ცერემონიას ავსტრიის ელჩთან ერთად, პარტნიორი სახელმწიფო, საერთაშორისო, საზოგადოებრივი და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე