ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული განათლების შესახებ კანონპროექტის განხილვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროფესიული განათლების შესახებ კანონპროექტის განხილას აგრძელებს.  სამუშაო შეხვედრა ამჯერად,  პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან გაიმართა.

კანონპროექტი მიზნად ისახავს პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფოს პრიორიტეტების განხორციელებისთვის მყარი სამართლებრივი საფუძვლების შექმნას. დოკუმენტის შემუშავებაში ჩართულები იყვნენ დაინტერესებული მხარეები და სამინისტროს სოციალური პარტნიორები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.   ამასთან აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი შეიქმნა  როგორც ადგილობრივი კონტექსტის, ასევე, საუკეთესო ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით.

დოკუმენტი უკვე ერთი თვეა განთავსებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, შესაძლებლობა აქვს, მიმდინარე წლის 31 მარტის ჩათვლით, წარმოადგინოს წინადადებები და მოსაზრებები მისი გაუმჯობესების მიზნით. 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე