ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

შსს-ს აკადემიასთან თანამშრომლობა გრძელდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობას აგრძელებს. დღეს შესაბამისი მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და აკადემიის რექტორმა გივი მიქანაძემ მოაწერეს.

მემორანდუმი მოიცავს საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობას, ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების, ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების განხორციელებას, რესურსების, მათ შორის, ინტელექტუალური და ტექნიკური რესურსის გაზიარებასა და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების ხელშეწყობას.

მხარეებმა სამუშაო შეხვედრაზე შსს-ს აკადემიის მიერ ინიცირებულ ახალ პროექტზეც - „ერთი დღე აკადემიაში“ - იმსჯელეს და შეთანხმდნენ, რომ საჯარო სკოლის მოსწავლეების ვიზიტი შსს-ს აკადემიაში მიმდინარე წლის მაისში საპილოტე რეჟიმში განხორციელდება. პროექტის ფარგლებში, შსს-ს აკადემიის თანამშრომლების, ლექტორებისა და ინსტრუქტორების მხარდაჭერით, საჯარო სკოლის მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა საგანმანათლებლო სასწავლო კურსსა და პრაქტიკულ სამუშაოში.

შეხვედრის ბოლოს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა შსს-ს აკადემიის ინფრასტრუქტურა, სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, რეალური და ვირტუალური ტირი და იმიტირებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაათვალიერა.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე