ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორიები თსუ-ში

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა, აშშ-ის სავაჭრო პალატასთან (American Chamber of Commerce) თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეაბილიტირებული ქიმიის ლაბორატორიების პრეზენტაცია გამართა.

ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია, აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, აშშ-ის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი მაიკლ ქაუგელი, თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს დეკანი კენ უოლში, აგრეთვე, აშშ-ის სავაჭრო პალატის წევრი კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ახალი ლაბორატორიები არის ნიმუში, თუ რა ტიპის სასწავლო გარემოს სთავაზობს სტუდენტებს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში. თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორიებში პრაქტიკული მუშაობის შედეგად, სტუდენტებს ეძლევათ საქართველოში ამერიკული განათლების მიღების შესაძლებლობა.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU), ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს უმაღლესი განათლების კომპონენტის ფარგლებში, საქართველოში ახორციელებს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე (ABET, ACS, WASC) საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში. კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს. აღნიშნული პროგრამები ხელს უწყობს საქართველოში საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური დარგების განვითარებასა და ქვეყანაში მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებას. პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე