ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ინგლისური ენის მართლწერის კონკურსის საფინალო რაუნდი გაიმართა

„ინგლისურის ენის მართლწერის ნაციონალური კონკურსი“ (NESC-GE) ამერიკული პროექტის, “Spelling BEE”- ს ანალოგია და წელს უკვე მეხუთედ იმართება საქართველოში. მასში ჩართულნი არიან მე-8 - მე-12 კლასის მოსწავლეები საქართველოს 12 რეგიონიდან. კონკურსი სამი ეტაპისგან შედგება. მონაწილეები ერთმანეთს რთული ინგლისური სიტყვების დამარცვლაში ეჯიბრებიან. ეს კონკურსი უნიკალურ შესაძლებლობებს აძლევს ქართველ ბავშვებს და მათ მასწავლებლებს გაიუმჯობესონ ინგლისური ენის უნარები, წარმოაჩინონ თავიანთი სკოლა და თემი და გახდნენ ეროვნული კონკურსის მონაწილეები.

NESC-GE საქართველოში მშვიდობის კორპუსის მოხალისეების მიერ დაფუძნდა და მას, როგორც ეროვნული მნიშვნელობის მქონე პროექტს, მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ამერიკის საელჩო, ამერიკის მშვიდობის კორპუსი, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბრიტანეთის საბჭო საქართველოში, PH International და სხვ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე