ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ქართველ მეცნიერთა ორდღიან პლენარულ სესიას დიმიტრი შაშკინი დაესწრო

,,ქართველ მეცნიერთა ფორუმის” ფარგლებში, 20-21 სექტემბერს, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ მეცნიერთა ორდღიანი პლენარული სესია გაიხსნა. სესიის გახსნას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრო.

საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ მეცნიერთა ფორუმის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში მეცნიერების განვითარებას, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ მეცნიერთა გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების დასახვას.

კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ორდღიან პლენარულ სესიას აკადემიური წრეების, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.

პლენარული სხდომების პარალელურად ეწყობა პოსტერების სესია, რომელზეც წარმოდგენილია საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების სამეცნიერო პოტენციალი, ინფორმაცია მიღწეული სამეცნიერო შედეგების, აკადემიური რესურსის შესახებ და სხვ.

ფორუმის ორგანიზატორები არიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

ფორუმზე მოხსენებით წარსდგნენ  ისეთი ცნობილი მეცნიერები, როგორებიც არიან:

  • პროფ. გასტონ ბუაჩიძე, ნანტის უნივერსიტეტი, საფრანგეთი;
  • პროფ. დოდონა კიზირია, ინდიანას უნივერსიტეტი, აშშ;
  • პროფ. ოთარ მგალობლიშვილი, ლივერპულის ჯონ მურის სახელობის უნივერსიტეტის ზოგადი ინჟინერიის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, დიდი ბრიტანეთი;
  • პროფ. ქართლოს ყაჭიაშვილი, აბუ სალამის მათემატიკურ მეცნიერებათა სკოლა, პაკისტანი, ქ. ლაჰორი;
  • პროფ. ბესიკ კანკია, მინესოტას უნივერსიტეტი, აშშ;
  • პროფ. ჯემალ ხუბუა, ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრი, შვეიცარია;
  • პროფ. ალექსანდრე ლეჟავა, ომიკს სამეცნიერო ცენტრი, რიკენ იოკოჰამას ინსტიტუტი, იაპონია;
  • პროფ. მარიკა პირველი, შჩეცინის უნივერსიტეტი, პოლონეთი;
  • დოქ.  თამარ ფირცხალავა, მაიო კლინიკის ფონდი, როჩესტერი, აშშ, მინესოტა,  და სხვ.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე