ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ქართული ენის დისტანციური სწავლება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს ქართული ენის დისტანციური სწავლების პროექტს უცხოეთში მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის. პროექტში ჩართვა შეუძლიათ 5-15 წლის მოსწავლეებს, რომლებიც ქართულს ნულოვან, მინიმალურ ან საშუალო დონეზე ფლობენ. გაკვეთილები ტარდება ინტერნეტით პირდაპირ რეჟიმში ქართული ენის კვალიფიციური პედაგოგების მიერ.

2016 წლის ნოემბერ-დეკემბერში დიდ ბრიტანეთში განხორციელდა საპილოტე რეჟიმი. ჩატარდა სულ, 15 გაკვეთილი. საპილოტე რეჟიმის წარმატებით განხორციელებისა და აღნიშნულ პროექტში სხვა ქვეყნების ჩართვის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გადაწყდა პროექტის მასშტაბის გაზრდა. ამ ეტაპზე, დიდი ბრიტანეთის გარდა, პროექტის განხორციელება შესაძლებელია სხვა ევროპულ ქვეყნებშიც.

პროექტი ხორციელდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით.

განმახორციელებელი სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.

ტექნიკური მხარდამჭერი სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.

მხარდამჭერი Microsoft საქართველო.

 

რეგისტრაცია

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე