ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ღია კარის დღე წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში

დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივ კოლეჯს ეწვივნენ  და ღია კარის დღის ღონისძიებაში მიიღეს მოანაწილეობა. მათ  კოლეჯი დაათვალიერეს და  ინფორმაცია მიიღეს პროფესიული განათლებისა და გადამზადების არსებული პროგრამების შესახებ.  ღონისძიების მთავარი მიზანი იყო საინტერესო კუთხით წარმოჩენილიყო პროფესიული განათლება და ხაზი გასმოდა აქ მიღებული უნარების სხვადასხვა სფეროში  დასაქმებისათვის გამოყენების რეალურ შესაძლებლობას.

ღია კარის დღე  პროფესიულ კოლეჯებში რეგისტრაციის კვირეულის ფარგლებში (27 მარტი - 8 აპრილი) ჩატარდა.

ღია კარის დღეზე მოსწავლეებს შეხვდნენ და სიტყვით მიმართეს  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და  „ევროკავშირის დასაქმებისა და პროფესიული განათლების ტექნიკური დახმარების პროექტის“ (EUVEGE) ექსპერტმა მაიკლ ელენრიდერმა.

ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. წინამძღვრიანთკარში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში პირველი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა. სრულად რეაბილიტირებულმა დაწესებულებამ ფუნქციონირება 2016 წელს დაიწყო. ამჟამად, კოლეჯში აგრარული მიმართულების 3 პროგრამა ხორციელდება, მათ შორის, 2 სამუშაოზე დაფუძნებული (დუალური) მიდგომით. ძირითადად, კოლეჯი აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებზეა ორიენტირებული, თუმცა, სამომავლოდ, დაგეგმილია ტურიზმისა და საინჟინრო მიმართულების კვალიფიკაციების განვითარება, რეგიონის საჭიროებების გათვალისწინებით, რის შედეგადაც, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი ცენტრალურ ადგილს დაიკავებს რეგიონის სოციო-ეკონომიკურ ცხოვრებაში.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე