ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ხელბურთის ფედერაცია სპორტის მასწავლებლებს გადაამზადებს

მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების უნარების განვითარების მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში, საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ, პირველად სპორტის ისტორიაში,  საჯარო სკოლების სპორტის პედაგოგებისათვის   ტრენინგის მოდული  შექმნა, რომლის პრეზენტაციაც თბილისის 161-ე საჯარო სკოლაში გაიმართა.

პრეზენტაციაზე მოსულ სხვადასხვა სკოლის სპორტის მასწავლებლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური შეხვდა, ტრენინგების ახალ ციკლზე მათი მოსაზრებები მოისმინა და ის გეგმები გააცნო, რასაც სამინისტრო მოზარდებში სპორტის პოპულარიზაციის მიმართულებით გეგმავს.

161-ე  საჯარო სკოლაში შეკრებილ  სპორტის პედაგოგებს  სპორტული აღზრდის მეთოდოლოგიის ლიტერატურა გადაეცათ,  ხოლო მასპინძელ სკოლას -  ხელბურთის ბურთები. საქართველოს ხელბურთის ფედერაცია ტრენინგების კურსს ყველა რეგიონის სპორტის მასწავლებლებისთვის ჩაატარებს, ორგანიზებას გაუწევს როგორც შიდა ისე, რაიონულ სასკოლო სპორტულ აქტივობებს ხელბურთის ელემენტებით, რომელშიც მონაწილეობას ყველა დაინტერესებული მოსწავლე მიიღებს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე