ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრმა სწავლის დაწყება თსუ–ს სტუდენტებს პირადად მიულოცა

20 სექტემბერს  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.  სტუდენტებს სწავლის დაწყება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და  თსუ–ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე კვიტაშვილმა მიულოცეს.

2010  წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, თსუ–ში ყველა სტუდენტური ვაკანსია შეივსო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 18 000 სტუდენტს ახალ სასწავლო წელს 2800–მდე პირველკურსელი შეუერთდება, 2010 წელს ყველაზე დიდი რაოდენობის 100% გრანტის მფლობელი პირველკურსელი სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა.

 ტრადიციულად, სწავლის დაწყების დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეიტინგულ სტუდენტებსა და მაღალრეიტინგულ პირველკურსელებს საჩუქრები გადაეცათ. სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით კი, ვარდების მოედანზე, ყველა სტუდენტისათვის ჯგუფი „მგზავრები“ კონცერტს გამართავს.  სწავლის დაწყებისადმი მიძღვნილ კონცერტში თსუ–ის ვაჟთა და გოგონათა ანსამბლიც მიიღებს მონაწილეობას.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე