ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

შეხვედრა გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ხელმძღვანელთან

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს თეიმურაზ მურღულიას, გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ხელმძღვანელს ხოსე ბორგინოსა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარეს გვანცა ჯობავას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის თემა იყო სასკოლო სახელმძღვანელოების შერჩევისა და გავრცელების სისტემის ახალი რეგულაციები და ამასთან დაკავშირებით, ქართველი გამომცემლების მიერ გამოთქმული შენიშვნები და მოთხოვნები.

„მოვისმინე რამდენიმე მნიშვნელოვანი მესიჯი, მათ შორის ითქვა, რომ იმ ფორმით რა ფორმითაც ვთავაზობთ გამომცემლებს თანამშრომლობას, არ ვარღვევთ მათ უფლებებს. მსოფლიო გამომცემელთა ასოციაცია თვლის, რომ არსებობს სხვა მოდელებიც, მაგრამ ჩვენ ასევე მივიჩნევთ, რომ ქვეყნის განვითარების ყველა ეტაპზე არსებობს მოდელი, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება ქვეყნის ეკონომიკურ შესაძლებლობას... ჩვენ ვაგრძელებთ კოსულტაციებს და მივაღწევთ, რომ საზოგადოების ინტერესი როგორც ხარისხიანი წიგნების ისე, საბიუჯეტო კუთხით, იყოს მთავარი“ - განაცხადა შეხვედრის შემდეგ თეიმურაზ მურღულიამ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე