ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

შეჯიბრი ტექნოლოგიებით დაინტერესებული პროფესიული სტუდენტებისთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, ორდღიანი „ჰაკათონი“ დაიწყო, რომელშიც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური იდეის პროტოტიპების შექმნის მიზნით, პროფესიული სასწავლებლების  სტუდენტური ჯგუფები იღებენ მონაწილეობას. შეჯიბრი გახსნა და მონაწილეებს წარმატება უსურვა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

„ჰაკათონი“ ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანების შეჯიბრი და კარგი იდეების რეალიზების, თვითგამოხატვის, ჯანსაღი კონკურენციისა და ინოვაციური პროექტების შექმნის საშუალებაა.

1-2 აპრილს ორგანიზებული  ჰაკათონი  ორ საფეხურს მოიცავს: სტუდენტები მუშაობენ იდეების გენერირებაზე (კრეათონი), საუკეთესო იდეის მქონე გუნდი გადადის მეორე ეტაპზე სადაც,  იქმნება  იდეის პროტოტიპი ფაბლაბების გამოყენებით.  23 აპრილს იდენტიფიცირდება საუკეთესო ჯგუფი. პროექტის ფარგლებში მონაწილე გუნდები წარმოაჩენენ საკუთარ სასწავლებლებს და ეცდებიან მოიპოვონ საპრიზო ადგილები და ფულადი ჯილდოები, რომელსაც კერძო კომპანიები დააწესებენ.

„ჰაკათონის“ ოფიციალური გახსნის შემდეგ, დაიწყო სამუშაო პროცესი, სადაც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლებმა, მენტორებმა მონაწილე პროფესიულ სტუდენტებს  გააცნეს კონკურსის პირობები, ჩაუტარეს ტრენინგები და დახმარება გაუწიეს იდეების გენერირებაში. მეორე ტურში გადასული გუნდები სამი კვირის განმავლობაში იმუშავებენ იდეის განხორციელებაზე და  23 აპრილის,  დასკვნით ღონისძიებაზე წარმოადგენენ იდეის პროტოტიპს, რომლის ფარგლებშიც ჟიურის მხრიდან გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე