ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ათენის 50-ე საჯარო სკოლაში ქართულ ენას შეისწავლიან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ერთობლივი ძალისხმევით, დღეს ათენის 50-ე საჯარო სკოლაში ქართველი მოსწავლეებისათვის ქართული ენის საპილოტე პროგრამა ამოქმედდა და პირველი გაკვეთილები ჩატარდა.

შეთანხმების თანახმად, ამიერიდან, გაკვეთილები კვირაში 2-ჯერ დღის მეორე ნახევარში ჩატარდება. ათენის 50-ე საჯარო სკოლის ქართველი მოსწავლეების ბაზაზე, (პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, სულ 14 ქართველი მოსწავლე) 2 ჯგუფი დაკომპლექტდა. სასწავლო პროცესს წარმართავენ ათენში არსებული საკვირაო სკოლებიდან შერჩეული მასწავლებლები - ხათუნა ლობჟანიძე და მადონა ჯავახიშვილი.

საპილოტე პროგრამის წარმატების შემთხვევაში, საბერძნეთის რესპუბლიკის განათლების, კვლევისა და რელიგიურ საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმების საფუძველზე, განიხილება ქართული ენის სწავლება მაღალი კლასების ქართველი მოსწავლეებისთვისაც. ქართული ენის საპილოტე პროგრამის ამოქმედების საკითხი დღის წესრიგში დგას თესალონიკის საჯარო სკოლებშიც.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე