ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიულ კოლეჯში „მოდუსი“ რეგისტრაცია მიმდინარეობს

რუსთავის პროფესიული კოლეჯი „მოდუსი“ პროფესიულ პროგრამებზე მსურველთა მიღებისთვის ემზადება. რეგისტრაციის პროცესს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და მინისტრის მოადგილე ლია გიგაური დაესწრნენ, ისინი ასევე შეხვდნენ ღია კარის დღეზე მოსულ სკოლის მოსწავლეებს. ქეთევან ნატრიაშვილმა აქვე დააანონსა, რომ სამინისტრო მიმდინარე წლის მაისიდინ იწყებს  კოლეჯის სრულ რეაბილიტაციას.

შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამის ცოდნასა და უნარებს  პროფესიული კოლეჯი „მოდუსი“ ყოველწლიურად რამდენიმე ასეულ სტუდენტს აძლევს.  კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი კი, 60%-ია.

განახლებული სასწავლო პროგრამებით, „მოდუსში“ სტუდენტები 15 სპეციალობას ეუფლებიან. სასწავლებელი აქტიურად თანამშრომლობს კურსდამთავრებულთა პოტენციურ დამსაქმებლებთანაც,  ”მოდუსში” მსურველები  შემდეგ მოთხოვნად პროფესიებზე შეძლებენ სწავლას: სავალი ნაწილის ტექნიკოსი, ძრავის შემკეთებელი, ნივთიერებებისა და მასალების ქიმიური ანალიზის ლაბორანტი, მდნობელი, შემდუღებელი, მღებავი, ზეინკალ-სანტექნიკოსი, ელექტრონული და ციფრული ხელსაწყოების დიაგნოსტიკოს-შემკეთებელი, ელექტროამძრავისა და ელექტრომომმარაგებელი დანადგარების ოსტატი, ინფორმაციული ტექნოლოგი, ოფისის მენეჯერი (მდივან-რეფერენტი), ბუღალტერი, მასაჟისტი, მკერავი. საგაზაფხულო მიღებაზე რეგისტრაციას მსურველები 8 აპრილის ჩათვლით შეძლებენ.


 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე