ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) თურქმენეთის დელეგაციის ვიზიტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ ბუნდი (ASB), ევროპის სამოქალაქო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების გენერალური დირექტორატის  ფინანსური მხარდაჭერით, DIPECHO IV ფაზის ფარგლებში, ახორციელებს პროექტს „ჩვენ მზად ვართ! განათლება უსაფრთხოებისთვის, კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით“.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, გამოცდილების გაზიარებისა და სამთავრობო სტრუქტურებთან/სამინისტროებთან თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკის რეგიონში დანერგვის მიზნით, საქართველოს  სტუმრობდა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) თურქმენეთის დელეგაცია. ამ ვიზიტის ფარგლებში ASB წარმომადგენლობა და თურმენეთის დელეგაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსს, ნათია ჯოხაძეს და დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ ეფექტური თანამშრომლობისა და სამომავლო პროგრამების დაგეგმარების განხილვისა და გაზიარების მიზნით.

პროექტი „ჩვენ მზად ვართ!“ მიმდინარეობს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, შშმ პირთა ორგანიზაციებთან და უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით.

ECHO-ს კატასტროფებისადმი მზადყოფნის პროგრამის (DIPECHO) მთავარი მიზანია კატასტროფების რისკის შემცირების თემატიკის აქტუალიზაცია და ინსტიტუციონალიზაცია საგანმანათლებლო სექტორში, ASB გამოცდილების გაზიარება რეგიონის მასშტაბით, ისევე როგორც შშმ პირთა ორგანიზაციების შესაძლებლობების ამაღლება და მათი აქტიური თანამონაწილების უზრუნველყოფა კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებში.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე