ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამედიცინო განათლების საერთაშორისო აღიარება

საქართველოს საქმიანი ვიზიტით სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი - პროფესორი დევიდ გორდონი და ამავე ორგანიზაციის ხელმძღვანელი სიობჰან ფიცპარტიკი ეწვივნენ. ჩამოსვლის მიზანი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობას გაცნობა და სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის პერსპექტივების განხილვა იყო.

საქართველოში მიღებულ სამედიცინო განათლებას 2023 წლიდან უნდა ჰქონდეს საერთაშორისო აღიარება. სამედიცინო პროგრამების აკრედიტაციის განმახორციელებელი ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის სტანდარტებს. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი გეგმავს მოიპოვოს ფედერაციის აღიარება, რაც საშუალებას მისცემს განახორციელოს სამედიცინო პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაცია როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა სამედიცინო განათლების პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებთან, რომელსაც ასევე დაესწრნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.

ჯანმრთელობის სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო სამედიცინო განათლებისადმი წაყენებული ახალი მოთხოვნები და სამომავლო ტენდენციები. სამედიცინო განათლების პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებს სამუშაო შეხვედრის დროს საშუალება ჰქონდათ, მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები მოინახულეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკა, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრი და ლუგარის სახელობის ლაბორატორია.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე