ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სოფელ ძევერას 200-მდე მოსწავლე განახლებულ სკოლაში ისწავლის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა,  ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ არსოშვილმა, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით  რეაბილიტირებული, სოფელ ძევერას საჯარო სკოლა დაათვალიერეს და მოსწავლეებს გაესაუბრნენ. 

სოფელ ძევერას საჯარო სკოლა გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან  ფუნქციონირებს. რეაბილიტაციამდე შენობა სრულიად ამორტიზირებული იყო.  აღდგენითი სამუშაოების შედეგად სკოლაში გამოიცვალა კარ-ფანჯრები, იატაკი, შეიღება კედლები, მოეწყო სველი წერტილები, დამონტაჟდა თანამედროვე გათბობის სისტემა. ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში, სკოლას საკუთარი დენის წყარო აქვს, უახლოეს მომავალში ძევერას სკოლის მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტიც.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს მიერ ძევერას სკოლას  ახალი მერხები,  სასკოლო ავეჯი და 15 კომპიუტერი გადაეცა.

აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  მიერ, პროექტი 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ რაიონებში განხორციელდა და ნაწილობრივ აშშ-ს მთავრობის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 1 მილიარდი დოლარიდან დაფინანსდა. პროექტის საერთო ღირებულებამ 2,9 მილიონი დოლარი შეადგინა. ამ თანხით შეკეთდა და გარემონტდა გორისა და ქარელის რაიონების 16 საჯარო სკოლა. გაწეული სამუშაოების შედეგად დაახლოებით 3 500 მოსწავლის სასწავლო გარემო მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე