ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ამერიკის მთავრობის დაფინანსებული პროექტები შეჯამდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელვა, საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მმართველი გუნდის წარმომადგენლებს - ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე პრეზიდენტის მოადგილეს ფატიმა სუმარსა და კორპორაციის მმართველ დირექტორს ჯონათან ბრუქსს შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის-საქართველო აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ჯენერ ედელმანი.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ათასწლეულის გამოწვევის მეორე კომპაქტის ფარგლებში წარმატებით განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტები. დადებითად შეფასდა ათასწლეულის კომპაქტის პროფესიული და უმაღლესი განათლების პროექტების მიმდინარეობა და მიღწევები.

აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტი (გრანტი) 2014 წელს შევიდა ძალაში და ითვალისწინებს საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებას საინჟინრო, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო დისციპლინებში ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით. კომპაქტს ახორციელებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე