ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული განათლების ჰაკათონი

ინოვაციური იდეები და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარი ის პლათფორმაა, რომელიც განაპირობებს რეალურ შესაძლებლობას დასაქმებისა და თვითდასაქმებისათვის. სწორედ ამ შესაძლებლობების შექმნისა და განვითარების მიზნით, ვითარდება სამეწარმეო განათლება პროფესიული განათლების ფარგლებში, ამ  მიზნით  ჩატარდა ე.წ. „ჰაკათონიც“, რომლის ფარგლებშიც პროფესიული სასწავლებლების  სტუდენტებმა საკუთარი ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური იდეის პროტოტიპები შექმნეს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების  სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევის შედეგად,  14 სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელში  ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ლაბორატორიები (ფაბლაბები) ფუნქციონირებს, სწორედ ამ ფაბლაბების გამოყენებით დაამზადეს ფინალურ ეტაპზე გადასულმა სტუდენტურმა ჯგუფებმა იდეების პროტოტიპები.

ჰაკათონი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და  ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა. მისასალმებელია ახლაგაზრდების მიერ დაფუძნებული კომპანიის EUHACK-ისა და  კერძო სექტორის ჩართულობა ამ პროცესში. კერძო კომპანიებმა: დამსაქმებელთა ასოციაცია, ფერმერთა ასოციაცია,  გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში,  ენერგო-პრო, თეგეტა მოტორსი და ბილაინი დააწესეს ჯილდოები წარმატებული გუნდებისათვის.

ჰაკათონის დასკვნით ეტპზე 9 გუნდი გადავიდა, მათ მიერ   წარმოდგენილი იდეის პროტოტიპებიდან გამარჯვება მოიპოვა: „სმარტ რუკა’’-(გუნდი “Eternal”, კოლეჯი „სპექტრი“), „მოწყობილობა შშმ პირებისთვის“-(გუნდი „პანაცეა“, კოლეჯი „ოპიზარი“,), „ღვინის ბოთლის ინოვაციური შეფუთვა“-(გუნდი „თაიგული“, კოლეჯი „მერმისი“), „სამკურნალო მცენარეების საშრობი აპარატი“- (გუნდი „ეკო“,  კოლეჯი „ოპიზარი“), „იდეა -სამზარეულოს მინი სათბური“-(გუნდი „Healthy“, კოლეჯი „„ბლექსი“), „დაცვის სისტემა“- (გუნდი „Nano”, კოლეჯი „ბლექსი“).

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე