ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, პირველად განათლების ისტორიაში, არაფორმალურ და სკოლისგარეშე განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით,  მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმს ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა თინათინ რუხაძემ მოაწერეს.

მემორანდუმის ფარგლებში, სასკოლო ასაკის მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის საგანმანათლებლო და შემეცნებითი არასაგაკვეთილო  აქტივობები განხორციელდება, ასევე მოხდება არაფორმალურ და სკოლისგარეშე სწავლებაში ჩართულ პედაგოგთა პროფესიული კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს საგანმანათლებლო კლუბების შექმნას,   ერთობლივი ინიციატივებისა და სხვა აქტივობების განხორციელებას. არაფორმალურ სწავლებაში ჩართულ პედაგოგთა პროფესიული კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, თანამშრომლობის ფარგლებში, მოხდება მეთოდური მიდგომების შემუშავება, არსებული მეთოდური ლიტერატურის თარგმნა-ადაპტირება, ტრენინგების ორგანიზება და სხვ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე