ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამინისტროს თანამშრომლებისთვის „სახლიდან მუშაობის დღე“ დაინერგა

თანამედროვე საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, პირველად საჯარო სექტორში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საპილოტე რეჟიმში თანამშრომლებისთვის ახალი პროექტი „სახლიდან მუშაობის დღე“ (Work for home day) დანერგა.

სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, მოსამსახურეს ეძლევა შესაძლებლობა, უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით, თვის განმავლობაში ერთი დღე სახლიდან შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები, რაც სამსახურში გამოუცხადებლობად არ ჩაეთვლება.

სიახლის მიზანია, თანამშრომლებისთვის უფრო პროდუქტიული გარემოს შექმნა. დისტანციური მუშაობის თანმდევი და განუყოფელი შედეგებია მგზავრობის დროისა და საწვავის ხარჯების შემცირება, მოძრაობის განტვირთვა, საჯარო დაწესებულების კომუნალური ხარჯების ეკონომია, მაგრამ ყველაზე მთავარი უპირატესობა, რასაც საერთაშორისო პრაქტიკაც აჩვენებს, არის კომფორტულ გარემოში შემოქმედებისა და ინოვაციის გაცილებით უფრო მაღალი პოტენციალი.

ბუნებრივია, სამინისტროს ხელმძღვანელობა ამ პროექტით გამოხატავს ნდობას სისტემაში დასაქმებულების მიმართ და იმედოვნებს, რომ პილოტური პროექტის შედეგები შემდგომი განვრცობის საფუძველი გახდება.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე