ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თანამედროვე სასკოლო სასადილოების მოწყობა გრძელდება

პრემიერ მინისტრმა ნიკა გილაურმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის 161-ე საჯარო სკოლაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მორიგი სასკოლო სასადილო გახსნეს.

სასკოლო სასადილოების მოწყობა პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ”უსაფრთხო და ჯანსაღი სკოლის  პროექტის” ფარგლებში ხორციელდება. 161-ე საჯარო სკოლაში სასადილო კომპანია ”გოგლი-მოგლმა”  კეთილმოაწყო და უახლესი თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა. ისევე, როგორც ამ კომპანიის მიერ მოწყობილ თბილისის რამდენიმე სკოლის სასადილოში 161-ე სკოლაშიც ანგარიშსწორება არა ნაღდი ფულით, არამედ ,,ტაოპრივატბანკის’’  მიერ უსასყიდლოდ დამზადებული ელექტრონული ბარათებით მოხდება.

 კომპანია ”გოგლი-მოგლის”   სასადილოები თბილისის 8 სკოლაში ამოქმედდება, თითოეული მათგანის კეთილმოწყობაზე  კომპანიამ 50 ათასი ამერიკული დოლარი დახარჯა.

გარდა მრავალფეროვანი  სახის ჯანსაღი საკვებისა, ხელმისაწვდომი ფასების, უნაღდო ანგარიშსწორებისა და   მშობლებთან მუდმივი კონტაქტის შეთავაზებისა, ”გოგლი-მოგლი”   მოსწავლეებისათვის სხვადასხვა  წამახალისებელი პროექტებისა და ტურნირების ჩატარებას გეგმავს.  მალე ამუშავდება  გოგლი-მოგლის საიტი, სადაც ყველა ინფორმაციის მიღება გახდება შესაძლებელი.

ახალი სასწავლო წლიდან, პროექტი  უსაფრთხო  და ჯანსაღი სკოლის კონცეფციის ფარგლებში, ყველა საჯარო სკოლაში დაინერგება. სასკოლო სასადილოები ტენდერში გამარჯვებული სხადასხვა კომპანიების მიერ  კეთილმოეწყობა და  აღიჭურვება.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე