ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ერთი დღე პროფესიაში - მოსწავლე მასწავლებელი

მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისა და მოსწავლეებში კარიერის დაგეგმვისა და პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის მიზნით, სკოლებში კამპანია ,,ერთი დღე პროფესიაში“ დაიწყო. კამპანია მოიცავს ისეთ აქტივობას, როგორიცაა  აქცია  - „მოსწავლე მასწავლებელი“. აქციის ფარგლებში, სკოლებმა  მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეებს შესთავაზეს სასურველ საგანში, შესაბამის თემაზე მოემზადებინათ და ჩაეტარებინათ გაკვეთილი თანაკლასელებისთვის ან,   სხვა კლასის მოსწავლეებისთვის. აქციაში მონაწილეობის სურვილი საქართველოს სკოლების 700-მა მოსწავლემ გამოთქვა.

აქციაში ჩართულ თითოეულ მოსწავლეს საუკეთესო გაკვეთილის ჩატარების საშუალება  ჰქონდა.  მოსწავლეებმა წინასწარ გაკვეთილის ზოგადი გეგმა  წარუდგინეს კლასის დამრიგებელს და შესაბამისი საგნის მასწავლებელს. სწორედ ისინი  დაეხმარნენ მოსწავლეებს გაკვეთილის ორგანიზებაში. აქციაში მონაწილეობის უფლება  ყველა მსურველ მოსწავლეს ჰქონდა, მიუხედავად აკადემიური მოსწრებისა.

თბილისის 51-ე და 37-ე საჯარო სკოლებში, მოსწავლეების მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური დაესწრო.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე