ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული სტუდენტები პრაქტიკებს ადგილობრივ საწარმოში გაივლიან

გორის რძის გადამამუშავებელ საწარმოს საქართველოს მთავრობის, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დელეგაცია ეწვია. ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში ელჩი პერ ეკლუნდი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი ჯეიმი მაკგოლდრიკი,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მალხაზ აკიშბაია და შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი საწარმოს მუშაობას გაეცნენ და თანამშრომლებსა და გორის უნივერსიტეტის სტუდენტებს  გაესაუბრნენ. 

რძის გადამამუშავებელი საწარმო 4 თვის წინ გორის უნივერსიტეტის ბაზაზე გაიხსნა. იგი ადგილობრივ ფერმერებს ემსახურება, ხოლო პროფესიული განათლების კურსების სტუდენტებისათვის პრაქტიკულ სასწავლებელს წარმოადგენს.

“სასწავლო საწარმოების არსებობა პროფესიულ კოლეჯებთან – წამატებული მოდელია, რომლის დანერგვა  სხვა პროფესიულ კოლეჯებშიც არის შესაძლებელი“, – აღნიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ.

რძის გადამამუშავებელი მინი საწარმო ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში გაიხსნა. იგი უახლესი ტექნიკით არის აღჭურვილი, რაც საკვების უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების დაცვას უზრუნველყოფს. დღე-ღამეში მას 1000 ლიტრამდე რძის გადამუშავება შეუძლია. საწარმოს პროდუქცია - უმაღლესი ხარისხის ხაჭო, ყველი, მაწონი და არაჟანი - წარმატებით იყიდება სუპერმარკეტებში ”გუდვილი” და “ჯი მარტი” და გორის მარკეტებში.

”პროფესიული განათლებისა და ადგილობრივი წარმოების განვითარება ეკონომიკის აღმავლობას უწყობს ხელს და უკეთეს შესაძლებლობებს სთავაზობს ადგილობრივ მოსახლეობას. ეს ევროკავშირის დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილია 2008 წლის ომის შედეგად შექმნილი კრიზისის დაძლევის პერიოდში”, - თქვა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში ელჩმა პერ ეკლუნდმა.

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა ჯეიმი მაკგოლდრიკმა აღნიშნა, რომ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციტივის წყალობით პროფესიულმა განათლებამ შიდა ქართლის რეგიონში მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია. ”2009–2010 სასწავლო წელს პროფესიული სწავლება გორის უნივერსიტეტში 12 პროფესიაში მიმდინარეობდა, ხოლო პროფესიული გადამზადების კურსები 16 პროფესიაში ჩატარდა. თითოეული სასწავლო კურსი ადგილობრივი შრომის ბაზრის მოთხოვნებს არის მორგებული”, - თქვა მან.

გორის უნივერსიტეტის ხელშეწყობა 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებული რეგიონების დახმარების ნაწილს წარმოადგენს. ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივა შიდა ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში ხორციელდება, ხოლო მისი სრული ღირებულება 4.4 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამის სამი კომპონენტი ინფრასტრუქტურის აღდგენას, მიკროფინანსირებას და პროფესიული განათლების განვითარებას მოიცავს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე