ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ საინფორმაციო დღე

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, პროგრამის “ჰორიზონტი 2020”  საინფორმაციო დღე გაიმართა, სადაც  წარმოდგენილი იქნა პრეზენტაცია თემაზე „ჰორიზონტი 2020-ის პროგრამაში მონაწილეობის წესები და რჩევები, მიმდინარე კონკურსები - მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობები, SME ინსტრუმენტი და Twinning-ის აქტივობები“.
მეორე თემა, რაზეც ასევე გაკეთდა პრეზენტაცია იყო - საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარება საქართველოში და ევროკომისიის პროექტების შედეგების დანერგვის შესაძლებლობები საქართველოს პირობებში.

პროგრამის “ჰორიზონტი 2020”  საინფორმაციო შეხვედრები  სისტემატიურად იმართება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, სადაც დაინტერესებულ აუდიტორიას სრული ინფორმაცია მიეწოდება პროგრამის ფარგლებში მიმდინარე მოვლენებზე.

„ჰორიზონტი 2020“, რომლის ასოცირებული წევრია საქართველო,  არის ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამა დაახლოებით 80 მილიარდი ევროს ბიუჯეტით. აღნიშნული თანხა 7 წლის განმავლობაში (2014-2020) სხვადასხვა სფეროებისთვის განკუთვნილი გრანტების სახით მოხმარდება სამეცნიერო, კვლევით აღმოჩენებს, გამოგონებებსა და ინოვაციებს. პროგრამის მისიაა, ხელი შეუწყოს საუკეთესო მეცნიერების განვითარებას და კვლევისა და ინოვაციების გზით, გადაჭრას საზოგადოებრივი და ინდუსტრიული გამოწვევები.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე