ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ქვემო ქართლში ორი რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, აზერბაიჯანის განათლების მინისტრი მისირ მარდანოვი და ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე ქ. გარდაბნის №3  საჯარო სკოლას ეწვივნენ და მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლებულ გარემოში დაწყება მიულოცეს.

ამავე დღეს აზერბაიჯანის განათლების მინისტრმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ ქ. დმანისის №2  საჯარო სკოლა მოინახულეს.

ქ. გარდაბნის №3 და ქ. დმანისის №2 საჯარო სკოლების  1000-მდე მოსწავლე ამიერიდან თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლებში ისწავლიან.  ორივე სკოლას  გეიდარ ალიევის ფონდის დაფინანსებით, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ქ. გარდაბნის №3  სკოლაში გასულ წელს  პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ,,იაკობ გოგებაშვილი - საჯარო სკოლების რეაბილიტაცია” ფარგლებში, ნაწილობრივი რებილიტაცია განხორციელდა, განახლდა გადახურვა, გამოიცვალა კარ-ფანჯრები და გათბობის სისტემა, ანალოგიური სამუშაოები ალიევის ფონდის მიერ ქ. დმანისის №2 საჯარო სკოლაში განხორციელდა. ორივე სკოლა სრულად გარემონტდა  და თანამედროვედ აღიჭურვა, მოეწყო სპორტული დარბაზი და მოედანი, სასადილო, მოწესრიგდა სველი წერტილები. სკოლებს აქვთ საკუთარი წყლის რეზერვუარები.

2010 წელს სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო  ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ  ქვემო ქართლში 33 საჯარო სკოლაში ნაწილობრივი რეაბილიტაცია განხორციელდა,  ორ სკოლაში   გათბობის თანამედროვე სისტემა მოეწყო. გეიდარ ალიევის ფონდის დაფინანსებით კი, 2009-2010 წ/წ ერთი სკოლა აშენდა, ხოლო 7  სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე