ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გერმანიის მთავრობის წევრის ვიზიტი საქართველოში

საქართველოს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრი, დოქტორი გერდ მიულერი სტუმრობს. მიულერის საქართველოში ვიზიტი საქართველო-გერმანიას შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის 25 წლის იუბილეს უკავშირდება.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გერდ მიულერი საქართველოს ვიცე-პრემიერს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას შეხვდა და სრული ინფორმაცია მიიღო განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებზე, აღსანიშნავია, რომ გერმანელი სტუმრის განსაკუთრებული დაინტერესება  იმ რეფორმებმა გამოიწვია, რომელიც პროფესიული განათლების მიმართულებითა და  გერმანული მხარის ხელშეწყობით ხორციელდება.

გერდ მიულერის ერთდღიანი ვიზიტი  პროფესიულ კოლეჯ „სპექტრის“ დათვალიერებით დასრულდა, რომელთანაც გერმანული მხარე დიდი ხანია თანამშრომლობს. კოლეჯში მინისტრმა ოფიციალურად გახსნა ახალი პროგრამა „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ ხორციელდება საქართველოში,სომხეთსა და აზერბაიჯანში.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე