ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ინკლუზიური განათლების თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, მარნეულის მუნიციპალიტეტში ინკლუზიური განათლების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ დამოკიდებულების, ცნობიერების ამაღლების მიზნით, საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე ავღანეთში მებრძოლი ვეტერანები, რომლებმაც საკუთარი გამოცდილება  დამსწრე საზოგადოებას გაუზიარებს.

2016 წელს ქ.მარნეულის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ სამ საჯარო სკოლაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ განხორციელდა სარემონტო სამუშაოები, კერძოდ, საიმერლოს საჯარო  სკოლაში გარემონტდა სპორტული დარბაზი, სოფელ კაჩაგანის N 1 საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია ჩაუტარდა სააქტო დარბაზს, ხოლო სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლაში  საკლასო ოთახები გარემონტდა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე