ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული განათლების საკითხებზე ბიზნეს კონფერენცია გაიმართა

„პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა და  საზოგადოებრივმა კოლეჯმა „სპექტრი“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ბიზნეს კონფერენცია გამართა.

კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა პროექტის ფარგლებში მიმდინარე „ელექტრიკოსის“, „შემდუღებლის“, „კონდიცირების სისტემის სპეციალისტისა“ და „წყალანირების სისტემის სპეციალისტის“ მიმართულებით მიმდინარე და ახალი პროფესიული პროგრამების დანერგვის პროცესის შესახებ ინფორმაციის მოწოდება წარმოდგენილი ბიზნეს სექტორისთვის, მათი ჩართულობის შესაძლებლობების განხილვა და  კოლეჯის გამოცდილების გაზიარება. კონფერენციის ბოლოს გაფორმდა მემორანდუმი სამშენებლო კომპანია „ანაგსა“ და პროფესიულ კოლეჯ „სპექტრს“ შორის, რომელის ფარგლებში კოლეჯის პროფესიული სტუდენტები შეძლებენ საწარმოში პრაქტიკის გავლას და შემდგომი დასაქმების ხელშეწყობას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს, ბიზნეს სექტორისა და პროექტის საერთაშორისო პარტნიორის „Pearson” წარმომადგენლები.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე