ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები კარგ გარემოში ისწავლიან

გურჯაანის, ბოდბისა და კოხნარის სკოლა-პანსიონებიდან 12 მოზარდი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილ თბილისის მე-200 სპეციალურ სკოლა-პანსიონში  გადაიყვანეს. მოზარდები არასათანადო პირობებში ცხოვრობდნენ, სასწავლო პროცესში სერიოზული სირთულეები არსებობდა. მკურნალობის, სწავლისა და საზოგადოებაში ადაპტირებისთვის არ იყო შესაბამისი პირობები. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით,  ეს მოზარდები ახალი სასწავლო წლიდან სწავლას მე–200 სკოლა–პანსიონში აგრძელებენ, მინისტრმა ისინი პირადად მოინახულა და მათი ცხოვრებისა და სწავლის გაუმჯობესებულ პირობებს გაეცნო. 

დიმიტრი შაშკინმა მე–200 სკოლაში სენსორული განვითარების ახალი კაბინეტიც მოინახულა, რომელიც სხავდასხვა შეზღუდვის მქონე მოსწავლეებისათვისაა განკუთვნილი.

12 მოსწავლე მე-200 სკოლაში მიყვანამდე კონსულტაციას  ფსიქოლოგებთან და სოციალურ მუშაკებთან გადიოდა, დაიგეგმა ბავშვებისათვის გარემოში ინტეგრაციის ღონისძიებები, თითოეული მოსწავლისათვის შემუშავდა ინდივიდუალური საგანმანათლებლო გეგმა. შედგა პროგრამა, სადაც სკოლის ახალი ბენეფიციარები სკოლის სხვა მოსწავლეებთან ერთად ჩაერთვნენ ერთობლივ აქტივობებში. სკოლას ჰყავს ფსიქოლოგები, მასწავლებლები, რომლებიც მუდმივ მონიტორინგს გაუწევენ ბავშვების საგანმანათლებლო პროცესში ხარისხიან ჩართულობას.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე