ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

რექტორთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა და რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა. მათ შორის, უნივერსიტეტებში სწავლა/სწავლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების უფრო მეტად გამოყენების აუცილებლობასა და დაინტერესებული პირებისთვის უფასოდ, მოკლევადიანი სასწავლო პროგრამის შეთავაზებაზე.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც სხდომაზე იქნა წარმოდგენილი იყო ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის თამარ სანიკიძის პრეზენტაცია ავტორიზაციის განახლებული პროცედურებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის განახლებული სტანდარტების შესახებ.

ახალი სტანდარტების დანერგვის პროცესში ხელმისაწვდომი გახდება უცხოელი ექსპერტების მიერ შექმნილი სახელმძღვანელო. მასში მოცემული კონკრეტული მაგალითებით დეტალურად იქნება აღწერილი ექსპერტთა საქმიანობის თითოეული ეტაპი, ერთგვაროვანი და თანმიმდევრული შეფასების პრინციპები. ექსპერტთა ჯგუფი მოამზადებს ტერმინების განმარტებებისა და სარეკომენდაციო და თვითშეფასების სახელმძღვანელოებსაც, მათ შორის იქნება ENQA-ს პუბლიკაცია ხარისხის შიდა მართვის შესახებ. საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების პროცესში ჩაერთვება საერთაშორისო ექსპერტი და საკვანძო დოკუმენტაციაც, შესაბამისად, ორ ენაზე მომზადდება.

რაც შეეხება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ექსპერტებს, კანდიდატები კონკურსის წესით, განახლებული სტანდარტების შესაბამისი კომპეტენციების მიხედვით შეირჩნენ. ექსპერტთა კორპუსი შედგება უმაღლესი, პროფესიული, ზოგადი განათლების და აკრედიტაციის ექსპერტებისაგან, მათ შორის არიან სტუდენტები და დასაქმების ბაზრის ექსპერტები. დაგეგმილია მათი მომზადება და ატესტაცია.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე