ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

Erasmus+ 30 წლისაა

წელს Erasmus+ -ის პროგრამა 30 წლის ხდება. პროგრამა დაიწყო 1987 წელს და თავდაპირველად მხოლოდ ევროპის ქვეყნებს მოიცავდა. პროგრამაში ქართული უნივერსიტეტები  1995 წლიდან მონაწილეობენ, ხოლო სტუდენტების გაცვლითი პროგრამები ჩვენი მოქალაქეებისათვის ათი წლის წინ ამოქმედდა. Erasmus+-ის პროგრამა ხელს უწყობს პარტნიორობას ევროპულ უნივერსიტეტებთან და საერთო ჯამში, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული უნივერსიტეტების განვითარებაში: შემუშავდა ახალი სასწავლო პროგრამები, ჩატარდა ადმინისტრაციული რეფორმა, დაინერგა ევროპული ხარისხის სტანდარტები.

მნიშვნელოვანი სტატისტიკა

●          39 ქართული უნივერსიტეტის მონაწილეობით 102 პროექტი განხორციელდა;

●          ბოლო ორ წელიწადში, 2 444 Erasmus+ გაცვლითი სტიპენდიით, საქართველო 131 პარტნიორ ქვეყანას შორის მე-8 ადგილზეა. 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე