ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ინკლუზიური განათლების მონიტორინგის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ინკლუზიური განათლების მონიტორინგის განხორცილების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში  სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე  ორგანიზაცია „დეა“-მ საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს,  ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარებული კვლევის  შედეგები გააცნო და   მონიტორინგის  განახლებული ინსტრუმენტები/კითხვარი  წარმოადგინა.

კვლევა ეთნიკური უმცირესობით დასახლებული საქართველოს 5  რეგიონში - თბილისი, სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, ქვემო ქართლი  და  კახეთში არსებული 6 საჯარო სკოლაში განხორციელდა და მიზანს  საჯარო სკოლებში ინკლუზიური კულტურის ხარისხის გაზომვა და ინკლუზიური განათლების მონიტორინგის ინსტრუმენტის შემუშავება წარმოადგენს.

შეხვედრის მონაწილეებმა დისკუსია გამართეს კვლევის შედეგებისა და შემუშავებული მონიტორინგის სამუშაო ვერსიის ირგვლივ და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე