ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პირველად საქართველოში შვეულმფრენის პილოტების მომზადება დაიწყო

„საქართველოს სამოქალაქო ავიაციის პროფესიული TVET პროგრამების განვითარება“  პროექტის ფარგლებში საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით კონფერენცია გამართა. კონფერენციის მიზანს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის პროფესიული TVET პროგრამების განვითარება და  ბიზნეს სექტორისთვის პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობის შესაძლებლობების გაცნობა წარმოადგენდა.

კონფერენციაზე საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა განახლებული პროფესიები წარმოდგინა, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული მეორე კომპაქტის ფარგლებში.

პროექტის ფარგლებში საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი 2017 წლის სექტემბრიდან განახორციელებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს შემდეგი მიმართულებით: კომერციული პილოტი, საჰაერო ხომალდების და საავიაციო ძრავების მომსახურების ავიატექნიკოსი(B1) და საჰაერო ხომალდების ავიონიკის მომსახურების ავიატექნიკოსი (B2). რის შედეგადაც, მოხდება შვეულმფრენის პილოტთა პრაქტიკული მომზადებისთვის საჭირო საფრენოსნო სიმულატორის შეძენა, შეიქმნება სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა B1/B2 მიმართულების ავიატექნიკოსთა პრაქტიკული მომზადებისათვის. მასწავლებლები და ინსტრუქტორები გადამზადდებიან ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) რეგულაციების მოთხოვნების შესაბამისად.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე