ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ახალციხის სკოლებში ბავშვთა მიმართ ძალადობის თემაზე ტრენინგები დასრულდა

ახალციხეში, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის პროექტის  „ბავშვთა მიმართ ძალადობა“     დასკვნითი-შემაჯამებელი ტრენინგი ჩატარდა. მონაწილეებს სერტიფიკატები განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა  გადასცა. პროექტის მთავარი მიზანია ძალადობის პრევენცია, ბავშვზე ძალადობის შემთხვევების ამოცნობა, მათზე რეაგირება და რეფერირების პროცედურების განხორციელება. სამიზნე ჯგუფებს (ბენეფიციარებს) წარმოადგენენ მანდატურები მთელი საქართველოს მასშტაბით და ასევე, საქართველოს ისეთი საგანმანათლებლო დაწესებულებების (სკოლების) დირექტორის მოადგილეები/ დირექტორები, სადაც არ არის წარმოდგენილი მანდატურის სამსახური.

ბენეფიციარების გადამზადება  ეტაპობრივად მიმდინარეობს.  სატრენინგო კურსი მოიცავს თეორიულ მასალას ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე, ჯგუფთან მუშაობის პრინციპებს, თემატურად დაკავშირებულ ღონისძიებებს და აქტივიზატორებს. ტრენინგის ძირითადი თემებია: „ბავშვზე ძალადობის განმარტება და ფორმები“; „ძალადობა და კონფლიქტი“; ძალადობის გავრცელების ხელშემწყობი და დამცავი ფაქტორები“; „ძალადობის შედეგები“; ძალადობაგანცდილი ან ძალადობის რისკის ქვეშ მყოფი ბავშვის ფიზიკური, ქცევითი და ემოციური ნიშნების ამოცნობა“; „ძალადობა სკოლაში“; „სექსუალური ძალადობის და სექსუალური ექსპლოატაციის მსხვერპლი ბავშვი“; „ძალადობაგანცდილ ბავშვთან ურთიერთობის ძირითადი საკითხები“; „მულტიდისციპლინარული და მულტისექტორული თანამშრომლობა“; „ბავშვთა დაცვის რეფერირების პროცედურები საქართველოში“. ყოველი ტრენინგის ბოლოს ბენეფიციარებს უტარდებათ ტესტირება. ხოლო ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, მათ გადაეცემათ სერტიფიკატები. საქართველოს მასშტაბით პროექტის ფარგლებში  1539 დირექტორის მოადგილე/დირექტორი გადამზადდა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე